logo
ENG



WHO: კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები მომდევნო დღეებში მილიონს მიაღწევს

02 აპრ 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა კოვიდ 19-ის გავრცელებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

ჟენევაში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გებრეიესუსმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები მომდევნო რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს.

მისი თქმით, 50 ათასამდე გაიზრდება პანდემიით გარდაცვლილთა რაოდენობაც. მან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა, რომ მიიღონ ყველა საჭირო ზომა ღარიბი და დაუცველი ადამიანების დასახმარებლად. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში 25 მილიონამდე სამუშაო ადგილი გაქრება.


close დახურვა